ფეხბურთი

14:22 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან გინკელის აგენტმა “ჩელსი” უარყო

არნემის “ვიტესის” ნახევარმცველის – მარკო ვან გინკელის აგენტმა კარელ იანსენმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის ტრანსფერთან დაკავშირებით ლონდონის “ჩელსისთან” მოლაპარაკებას არ აწარმოებს.

“ამასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ლონდონელებთან კონტაქტიც კი არ გვქონია. უპირველესად, გვინდა გავარკვიოთ, რა როლის შესასრულებად სურს “ჩელსის” ვან გინკელი. ვიცი, რომ ჟოზე მოურინიო ფეხბურთელს პირადად ესაუბრა და პოზიტიურად განაწყო. რა თქმა უნდა, ესეც თავის როლს თამაშობს, მით უფრო, რომ მარკოსთვის სათამაშო პრაქტიკა უმთავრესია”, - უთხრა აგენტმა Fcupdate.nl-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსისა” და “ვიტესს” ვან გინკელის ტრანსფერი უკვე შეთანხმებული ჰქონდათ.

 

0.114662