ბრიტანული პრესის ცნობით, ლუის ვან გაალი “მანჩესტერ იუნაიტედში” სამ ჰოლანდიელ ფეხბურთელს წაიყვანს. აქედან ერთის სახელი მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია: “გალათასარაის” ლიდერი ვესლი სნეიდერი. რაც შეეეხება დანარჩენ ორს, ესენი “აიაქსის” ფეხბურთელები არიან: 22 წლის ცენტრალური მცველი იოელ ველტმანი და 21 წლის ნახევარმცველი დევი კლასენი.
შეგახსენებთ, მანკუნიანელებს სნეიდერის შეძენა ორი წლის წინაც სურდათ, თუმცა ვერ მოახერხეს.