“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ფრანგი მარცხენა მცველის, პატრის ევრას შენარჩუნებას გეგმავს. ამ ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს.
33 წლის მარცხენაფლანგელს “მანჩესტერთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დამატებით დაინტერესებულნი “ინტერი” და “იუვენტუსი” არიან.
“წითელი ეშმაკები” ვეტერანი მცველის შემცვლელად “საუთჰემპტონის” 18 წლის ფეხბურთელის, ლუკ შოუს შეძენას გეგმავენ. ბოლო ინფორმაციით, “მანჩესტერის” ჰოლანდიელ დამრიგებელს, ლუი ვან გაალს თავის გუნდში როგორც ევრას, ასევე შოუს ხილვა სურს.