ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი აცხადებს, რომ კლუბს პრემიერლიგის სათავეში მოაქცევს.
"ჩემი მიზანია პირველ ადგილზე დავბრუნდეთ, ისე როგორც ფერგიუსონის დროს იყო. "იუნაიტედი" მსოფლიოში უდიდესი კლუბია. როგორი ბიუჯეტიც გვექნება და როგორ ტრანსფერებსაც განვახორციელებთ, შესაბამისად იმ დონეზე დავასრულებთ პრემიერლიგას. ჩემ ცოლს უნდოდა კარიერა დამესრულებინა, მაგრამ ახლა ინგლისში ვაპირებთ გადასვლას" _ განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერმა" ვან გაალთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჰოლანდიელი კლუბს მუნდიალის შემდეგ ჩაუდგება სათავეში.
გიორგი ბალახაძე