ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ფიქრობს, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა, მისი გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
“გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთვის კენჭისყრას წარმატებულს ვერ დაარქმევ, მაგრამ უკვე ვერაფერს იზამ. ჩვენ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაგვიპირისპირდება, ასევე, ავსტრალიას შევხვდებით, რომელიც არასოდეს დაგვიმარცხებია. ჩილეს მიერ ჩატარებული მატჩი ვნახე კოლუმბიასთან და საკმაოდ ძლიერი გუნდია. მეტოქეების გათვალისწინებით რთული ჯგუფი გვერგო. ამის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის იმედი გვაქვს და ამ შემთხვევაში რომელიმე გუნდი დაგვიპირისპირდება იმ კვარტეტიდან, სადაც ბრაზილიაა. მომდევნო რაუნდშივე შესაძლოა ბრაზილიას შევხდეთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ კენჭისყრა ჩვენთვის საუკეთესო არ იყო. ვამჯობინებდი, რომ Н ჯგუფში მოვხვედრილიყავით. ამასთანავე, ბრაზილიაში ჩასვლის შემდეგ, მოსამზადებლად არცთუ ბევრი დრო გვექნება. ასე რომ, ამ კუთხით კენჭისყრაში არ გაგვიმართლა” – ციტირებს ვან გაალს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.