ფეხბურთი

17:19 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: "ისაუბრეთ ინგლისურად!"

 

ლუის ვან გაალმა კატეგორიულად მოსთხოვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებს, ინგლისური ენა ისწავლეთო. ჰოლანდიელი მწვრთნელი მოითხოვს, რომ თითეულ ფეხბურთელთან თარჯიმანი არ დასჭირდეს, რადგან ეს პრობლემებს ქმნის და დროს აკარგვინებს.

ვან გაალმა განსაკუთრებით ეკვადორელ ანტონიო ვალენსიას დაუცაცხანა. საქმე ისაა, რომ ვალენსია უკვე 8 წელიწადია პრემიერლიგაში თამაშობს და ამის მიუხედავად ინგლისური ძალიან ცუდად სცოდნია.

ეკვადორელთან ერთად, კურსებზე ივლიან დავიდ დე ხეა, რადამელ ფალკაო, ანხელ დი მარია, მარკოს როხო და ანდერ ერერა.        

ილია კახელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135945