ფეხბურთი

20:31 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბომელმა კარიერა დაასრულა

36 წლის ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, მარკ ვან ბომელმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის ბოლო ტურში, პსვ “ტვენტესთან” 1:3 დამარცხდა. თამაშის შემდეგ, სტუმართა ვეტერანმა კაპიტანმა, ვან ბომელმა განცხადება გააკეთა და საზოგადოებას კარიერის დასრულების შესახებ ამცნო. “ფეხბურთიდან წასასვლელად შესაფერისი დრო იყო, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა.” – აცხადებს ვან ბომელი Eredivisie Live-თან საუბრისას.

თავისი 21-წლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ვან ბომელმა “ფორტუნაში”, პსვ-ში, “ბარსელონაში”, “ბაიერნში”, “მილანში” და კვლავ პსვ-ში ითამაშა. ამ დროის განმავლობაში, მან 20-ზე მეტი გუნდური ჯილდო მოიგო. 2000-2012 წლებში, ვან ბომელი ჰოლანდიის ნაკრების წევრი იყო. ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 79 თამაშში მან 10 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კარიერის ბოლო მატჩში, ვან ბომელი მოედნიდან გააძევეს. მან, 71-ე წუთზე, მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო.

0.116958