ჰოლანდიური პსვ-სა და იტალიური “მილანის” ყოფილი ნახევარმცველი მარკ ვან ბომელი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, ამ გუნდებს შორის გასამართ დაპირისპირებაში, მილანელები იოლი გამარჯვების მოპოვებას ვერ მოახერხებენ.
“ვფიქრობ, ორივე გუნდს გაუჭირდება. პსვ-ს შემადგენლობა შეიცვალა, მაგრამ ეინდჰოვენელებმა გუნდი გაახალგაზრდავეს. მათ ძალიან სწრაფი გუნდი ჰყავთ.
“მილანმა” პსვ-ს ძალა არ იცის. ამ უკანასკნელს სწრაფი შეტევების განხორციელება შეუძლია. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად ადამ მაჰერს დავასახელებდი.
თუმცა, “მილანი” “მილანია” და პსვ წილისყრის შედეგებით კმაყოფილი არ უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, წინ საინტერესო დაპირისპირება გველის.” – აცხადებს მარკ ვან ბომელი.
პსვ და “მილანი” პირველ თამაშს 20 აგვისტოს ეინდჰოვენში, ხოლო 8 დღის შემდეგ მილანში ჩაატარებენ.