“ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, “ატლეტიკოსთან” საკუთარ კედლებში წაგების (1:2) შემდეგ, მადრიდულ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას უსურვებს.
“გუნდებს შორის სხვაობა თვალშისაცემი იყო. დიეგო კოსტას შეჩერება ვერ მოვახერხეთ. წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდით, მაგრამ მეტოქემ ყველაფერში გვაჯობა.
მინდა, რომ “ატლეტიკომ” ლა ლიგა მოიგოს. სიმეონეს გუნდი ამას იმსახურებს.” – განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.
პრიმერას 31 ტურის შემდეგ, 76 ქულით, გათამაშებას “ატლეტიკო” ლიდერობს. “ბარსელონას” 75 ქულა აქვს, ხოლო “რეალს” – 73.