ჩოგბურთი

21:21 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვალენსიელი უიმბლდონზეც ყოჩაღობს

 სადღეისოდ პლანეტის ნომერ მეოთხე ჩოგანი დავიდ ფერერი უიმბლდონის დასრულების შემდეგ კლასიფიკაციაში დაწინაურდება, დღეს კი 31 წლის ვალენსიელმა მესამე წრეში (მეთექვსმეტედფინალში) გააღწია. ფერერს დიდი ოფლისღვრა დასჭირდა, რათა გზიდან 25 წლის თანამემამულე რობერტო ბაუტისტა-აგუტი ჩამოეშორებინა 6:3, 3:6, 7:6 (7:4), 7:5.

მატჩი 3 საათს გაგრძელდა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში საფრანგეთის ბოლო ღია პირველობის ფინალისტმა დავიდმა 6 ეისი და 5 ეისი შეასრულა და კარიერის განმავლობაში პირველად მოუგო ბაუტისტა-აგუტს. დღეს ეს ჩოგბურთელები ერთმანეთის პირისპირ პირველად წარსდგნენ.

მეთექვსმეტედფინალში ფერერი უკრაინელ ალეკსანდრ დოლგოპოლოვს შეხვდება, რომელმაც მეორე წრეში კოლუმბიელ სანტიაგო ხირალდოს მოუგო.

0.117406