ფეხბურთი

11:42 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიაში” ბიელსაც ახსენეს

შესაძლოა, ესპანური “ვალენსია” არგენტინელმა სპეციალისტმა მარსელო ბიელსამ ჩაიბაროს. ესპანური პრესის ცნობით, “ღამურები” “ბილბაოს” ყოფილი თავკაცის კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ.

მოგეხსენებათ, ჟურნალისტები “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე “სან ლორენცოს” დამრიგებელ ხუან ანტონიო პიცის ფავორიტად მოიხსენიებენ, მაგრამ საქმე არცთუ მარტივადაა. არგენტინელს ქვეყნის ჩემპიონთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს და კლუბს მისი გაშვება არ სურს.

ჯერჯერობით, “ვალენსიას” ხელმძღვანელობას კონკრეტული წინადადებით არც ბიელსასთვის და არც პიცისთვის მიუმართავს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115226