ფეხბურთი

19:14 | 14.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” ვუჩინიჩი სურს

“ვალენსიას” ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო სეზონში შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. იტალიური მედიის ცნობით, “ღამურებს” ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი მირკო ვუჩინიჩი სურთ.

თავის მხრივ, 30 წლის ჩერნოგორიელმა “ბებერი სინიორას” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და კლუბის შეცვლის სურვილი აქვს. ვალენსიელებმა ვუჩინიჩთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ვუჩინიჩმა მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლით გამოირჩა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128015