ამერიკელმა ცენტრლურმა მცველმა ოგუჩი ონიევუმ, შესაძლოა, კარიერა ესპანურ “ვალენსიაში” გააგრძელოს.
ადილ რამისთან კონფლიქტის შემდეგ, რომელიც ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იტალიურ “მილანში” გადავა, “ღამურები” ახალი ცენტრალური მცველის ძიებას შეუდგნენ. პორტუგალიური Maisfutebol-ის ცნობით, ანდალუზიური კლუბის ხელმძღვანელობამ, 31 წლის ონიევუსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს.
გასულ ზაფხულს, ლისაბონის “სპორტინგთან” ამერიკელის კონტრაქტის ვადა ამოიწურა და ოგუჩიმ თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო, ასე რომ, “ვალენსიას” მის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა არ მოუწევს. ონიევუ პორტუგალიურ კლუბში 2011 წელს გადავიდა, გასული სეზონი კი, ესპანურ “მალაგაში” განათხოვრების წესით გაატარა, მაგრამ მხოლოდ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა დროს, ის ფრანგულ “მეცში”, ბელგიურ “ლიეჟში”, ინგლისურ “ნიუკასლსა” და იტალიურ “მილანში” ირიცხებოდა, მაგრამ ადგილის დამკვიდრება ვერასდ მოახერხა. სამაგიეროდ, 2004 წლიდან რეგულარულად თამაშობს აშშ-ს ნაკრებში და 68 მატჩში 6 გოლიც გაიტანა.