ესპანურ “ვალენსიას” ლონდონის “ჩელსის” შემტევის – ხუან მატას შეძენა სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. Football Espana-ს ცნობით, “ღამურებმა” “არისტოკრატების” ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ესპანელებმა მატას გადაბირება 2-ჯერ სცადს. უკანასკნელად, “ვალენსიამ” “ჩელსის” მატას იჯარით აყვანა შესთავაზა. ამ შემთხვევაში, ვალენსიელები ესპანელს ხელფასის ნახევარს გადაუხდიდნენ.
ლონდონელები არც ამ წინადადებას დათანხმდნენ და მატა “სტემფორდ ბრიჯზე” დაიტოვეს.