ფეხბურთი

17:53 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” ზუკულინი ინათხოვრა

 

ესპანურმა “ვალენსიამ” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ბრუნო ზუკულინი ინათხოვრა. აღნიშნული ტრანსფერი “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

21 წლის ნახევარმცველი “ვალენსიაში” 2015 წლის 30 ივნისამდე დარჩება. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გახმაურებულა.

არგენტინელი მოთამაშე “სიტიმ” ამ ზაფხულს შეიძინა “რასინგიდან”, თუმცა “ქალაქელთა” საამსეზონო გეგმებში ზუკულინი ვერ მოხვდა.

 

ირაკლი ალიმბარაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124742