ფეხბურთი

16:38 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” სპორტული დირექტორი დაითხოვა

ესპანური “ვალენსიას” ხელმძღვანელებმა სპორტული დირექტორის თანამდებობიდან ბრაულიო ვასკესი გაათავისუფლეს. ამის შესახებ Football Espana იუწყება.

ესპანური მედიასაშუალებები მოვლენათა ამგვარ განვითარებას უკანასკნელი კვირების განმავლობაში ვარაუდობდნენ. ვასკესთან ერთად, ადგილობრივი ჟურნალისტები გუნდის მთავარი მწვრთნელის – მიროსლავ ჯუკიჩის წასვლასაც ვარაუდობენ.

ცნობისათვის, ვასკესი “ღამურებში” 2009 წლიდან მუშაობდა. თავდაპირველად, ბრაულიო “ღამურების” იმჟამინდელ სპორტულ დირექტორ ფერნანდო გომეს კოლომერს ეხმარებოდა, 2010 წლიდან კი, მისი თანამდებობა დაიკავა.

 

0.116289