ესპანური “ვალენსიას” შემადგენლობა ჩინური “დალიან აერბინის” ნახევარმცველით – სეიდუ კეიტათი გაძლიერდა. “ღამურების” ოფიციალური საიტი ადასტურებს, რომ 34 წლის მალელი სეზონის ბოლომდე ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ითამაშებს.
ფეხბურთელსა და კლუბს შორის 6-თვიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული. შესაძლოა, მხარეებმა თანამშრომლობა მომდევნო სეზონშიც განაგრძონ.
შეგახსენებთ, რომ კეიტას “ლანსში”, “სევილიასა” და კატალონიის “ბარსელონაში” უთამაშია. “ბლაუგრანას” შემადგენლობაში, აფრიკელმა ჩემპიონთა ლიგის თასი 2-ჯერ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონი კი, 3-ჯერ მოიგო.