ესპანურმა “ვალენსიამ” “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ალვარო ნეგრედო ინათხოვრა – იუწყება “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი.
“ლოს ჩემ” ნეგრედო ერთწლიანი იჯარით გაიფორმა და ხელშეკრულების დასრულების შემდგომ, კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. ფეხბურთელი სამეციდინო შემოწმებას დღეს გაივლის და საღამოს “მესტალიაზე” შედგება პრეზენტაცია.
ნეგრედო “სიტიში” 2013 წელს გადავიდა და 48 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.
ირაკლი ალიმბარაშვილი