ესპანურმა “ვალენსიამ” “რიუ ავედან” 21 წლის ნახევარმცველი, ფილიპე აუგუსტო ინათხოვრა – იუწყება “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი.
21 წლის ფეხბურთელი, “ვალენსიაში” ერთწლიანი იჯარით გადავიდა. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, ესპანურ კლუბს უფლება ექნება, რომ ფილიპეს კონტრაქტი გამოისყიდოს. ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და საღამოს “მესტალიაზე” ექნება პრეზენტაცია.
აუგუსტო “რიუ ავეში” 2012 წლიდან თამაშობდა და პორტუგალიის ჩემპიონატში 36 შეხვედრა ჩაატარა.
ირაკლი ალიმბარაშვილი