“მანჩესტერ იუნაიტედის” მექსიკელი შემტევი ხავიერ ერნანდესი “ვალენსიას” ინტერესის სფეროში მოექცა. მადრიდული AS-ის ცნობით, ღამურები მექსიკელის არენდით აყვანას გეგმავენ.
დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ვალენსიას” რობერტო სოლდადო დატოვებს. ესპანელ ფეხბურთელს “ტოტენჰემში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. ცნობისთვის, ლონდონელები სოლდადოს ალტერნატივად სწორედ ჩიჩარიტოს განიხილავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, “ვალენსიას” სურს ერნანდესი არენდით აიყვანოს და ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება დაიტოვოს.