ხუან ანტონიო პიცი “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი აღარაა. “ღამურებმა” 46 წლის სპეციალისტთან თანამშრომლობის გაწყვეტა დაადასტურეს.
პიციმ “ვალენსია” გასული წლის დეკემბერში ჩაიბარა. მან გუნდი ლა ლიგაში მე-8 ადგილზე, ხოლო ევროპის ლიგაზე ნახევარფინალში გაიყვანა.
მას შემდეგ, რაც “ვალენსიას” სათავეში ახალი მესაკუთრე, პეტერ ლიმი მივიდა, პიცის პოზიციები შეირყა, ხოლო დღეს დადასტურდა, რომ მას თანამდებობა დაატოვებინეს.