სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი მზადაა, “ვალენსიას” ვალები დაფაროს, სტადიონის გაუმჯობესებაზე თანხები დაფაროს და სამწვრთნელო შტაბს ტრანსფერებისთვის 30-40 მილიონი ევრო გამოუყოს. ამის შესახებ Aშ-ი იუწყება.
მიმდინარე სეზონში, “ვალენსიას” მიზანი უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. ამის მისაღწევად, “ღამურები” სერიოზულ ცვლილებებს გეგმავენ.
“ვალენსიას” გაყიდვა-არგაყიდვის საკითხი 15 იანვრამდე გადაწყდება.