ესპანური “ვალენსია” 29 წლის უნივერსალ მცველთან, ჟერემი მატიესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატიეს შეძენის სურვილს “ბარსელონა” გამოთქვამს, რომელსაც ფრანგი უკანახაზელი დაცვის ცენტრში ჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ მატიესა და “ვალენსიას” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გასდის, “ღამურებს” ფეხბურთელის “ბარსელონაში” გადასვლაში ხელის შეშლა გაუჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ვალენსიელებმა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ზრუნვა გადაწყვიტეს.
“მატიესთან კონტრაქტის გაგრძელება გვსურს. არა მგონია, მოლაპარაკებების დროს პრობლემები წარმოიქმნას.” – აცხადებს “ვალენსიას” პრეზიდენტი ამადეო სალვო.
ჟერმენი მატიე “ვალენსიაში” 2009 წელს, “ტულუზადან” გადავიდა. ფეხბურთელი, რომელიც მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მარცხენა მცველი იყო, გასული სეზონის მე-2 ნახევარში დაცვის ცენტრში თამაშობდა.