ფეხბურთი

18:09 | 22.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია”, გამეიროს სანაცვლოდ, დიეგო ალვეშს ჩამოდის

“ვალენსია” “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელისთვის, კევინ გამეიროსთვის ბრძოლას განაგრძობს. ბოლო ინფორმაციით, ესპანელები მზად არიან ფრანგი შემტევის სანაცვლოდ დიეგო ალვეშს შეელიონ.

“ვალენსიას” რომ გამეირო სურს, ეს სიახლე არაა. ცოტა ხნის წინათ, ცნობილი გახდა, რომ თავად ფეხბურთელი პარიზულ კლუბში მისთვის მიცემული სათამაშო დროით უკმაყოფილოა, რაც “ღამურებს” ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ გამეიროს 7 მილიონად აფასებს, მაგრამ ფინანსური პრობლემების მქონე “ვალენსია” ფულის გადახდას თავდამსხმელის დიეგო ალვეშში გაცვლას ამჯობინებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112999