დიდი ალბათობით, “პორტუს” მთავარმეგოლე ჯექსონ მარტინესი კარიერას “ვალენსიაში” განაგრძობს. პორტუგალიური მედიის ცნობით, “ღამურები” 27 წლის კოლუმბიელში 30 მილიონ ევროს იხდიან.
ტრანსფერის ინიციატორი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმია, რომელიც “ვალენსიას” ოფიციალური მფლობელი უახლოეს პერიოდში გახდება. “დრაკონები” მარტინესს 30 მილიონ ევროს აფასებენ და ესპანური კლუბი ამ თანხის გადასახდელად მზადაა.
ცნობისათვის, პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, მარტინესმა “პორტუს” მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი მიითვალა.