ფეხბურთი

21:30 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” და “ტოტენჰემი” სოლდადოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

“ვალენსიას” პრეზიდენტი ამადეო სალვო ადასტურებს, რომ რობერტო სოლდადოს ტრანსფერთან დაკავშირებით, “ტოტენჰემთან” შეთანხმება მიღწეულია.

“ტოტენჰემთან” ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. სოლდადოს აგენტთან მცირე პრობლება წარმოიქმნა. როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება, ტრანსფერი განხორციელდება.” – ციტირებს სალვოს სიტყვებს Las Provincias-ის.

რობერტო სოლდადო “ვალენსიაში” 2010-წლიდან თამაშობს. “ღამურების” შემადგენლობაში ჩატარებულ 141 თამაშში მან 81 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, სოლდადომ 46-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 30-ჯერ აიღო. გავრცელებული ინფორმაციით, “ვალენსია” სოლდადოს სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს მიიღებს.

0.1143