32 წლის ესპანელ მეკარეს, ვიქტორ ვალდესს კარიერის “მანჩესტერ სიტიში” გაგრძელების შანსი გაუჩნდა.
ცნობილია, რომ ვალდესმა “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და ის მშობლიურ კლუბს უფასოდ დატოვებს.
აქამდე გავრცელებული იფორმაციით, ვალდესი კარიერას “მონაკოში” განაგრძობდა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე გუნდმა, ფეხბურთელის მძიმე ტრავმის გამო, მასზე უარი თქვა, რის გამოც ვალდესმა 60 მილიონი ევრო დაკარგა.
ჯერ კიდევ მანამ, სანამ ვალდესი ტრავმას მიიღებდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი დამატებით დაინტერესებული “მანჩესტერ სიტი” იყო. მადრიდული AS-ის ცნობით, ესპანელ ფეხბურთელს ეს შანსი კვლავ გაუჩნდა.