“ვალენსიას” პარაგვაელმა შემტევმა, ნელსონ ჰაედო ვალდესმა “ღამურებთან” სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.
29 წლის ვალდესი “ვალენსიაში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში, “რუბინიდან” გადავიდა. თავდაპირველად, მხარეებმა არენდის ხელშეკრულება გააფორმეს, მაგრამ შემდეგ, ესპანელებს ვალდესის თამაში მოეწონათ და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს. “ვალენსიას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვალდესი კლუბში 2015 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ვალდესმა 20 შეხვედრა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში ის მხოლოდ 4-ჯერ გამოჩნდა, პარაგვაელმა 5 გოლის გატანა მაინც მოახერხა.