ფეხბურთი

21:25 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვალდას ივანაუსკასი: "დილასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა“

„ვალდას ივანაუსკასს გორის "დილასთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და შესაბამისად, ის უკვე არ არის ამ გუნდის მწვრთნელი", - ამ ფრაზით უპასუხა ივანაუსკასმა ჩემს შეკითხვას მის ურთიერთობაზე გორის გუნდთან. საქართველო-შოტლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის შემდეგ ვესტერლოში ვალდასმა რამდენიმე წუთი დაგვითმო და გვითხრა, რომ „დილას“ მისი რაიმე დავალინება არ აქვს.

"ჩვენ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ  მეგობრულად დავშორდით. მე ბავშვობიდან მიყვარდა საქართველო და ახლაც მიყვარს თქვენი მშვენიერი ქვეყანა. განვაგრძობ ურთიერთობას ქართულ ფეხბურთთან და უახლოეს პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებსაც დავესწრები", - აღნიშნა ლიტველმა სპეციალისტმა.

შეკითხვაზე - "რას აპირებთ უახლოეს ხანში როგორც მწვრთნელი" - მან მიპასუხა: "ველი წინადადებებს ევროპიდან, ამ კუთხით მიმდინარეობს მუშაობა. ცოტა ხანში შეგატყობინებთ. დამიკავშირდით ერთ-ორ კვირაში და ყველაფერს გეტყვით", - და თავის სავიზიტო ბარათი მომაწოდა.

აქვე, ვალდასმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს შოტლანდიასთან მოგება  მიულოცა: "დიდებული გამარჯვება იყო შოტლანდიასთან, ასეთი მსაჯობა კი, დიდი ხანია არ მინახავს".

 

თენგიზ პაჭკორია,ვესტერლო,სპეციალურად www.worldsport.ge

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112349