ფეხბურთი

13:08 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალბუენა მწყობრშია

“მარსელის” ლიდერმა მატიე ვალბუენამ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელმა დეკემბრის დასაწყისში, “ლილთან” მატჩში მხარი დაიზიანა და ლაზარეთში დაახლოებით ორი თვე უნდა გაეტარებინა. La Provance-ს ცნობით, ვალბუენას გამოჯანმრთელების პროცესი დაგეგმილზე სწრაფად წარიმართა და მატიემ ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიში პარასკევს განაახლა.

ჯერჯერობით მის მოედანზე დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს მომდევნო კვირაში, ლიგა 1-ის მორიგ ტურში “ევიანთან” მატჩში მოხდება. ვალბუენამ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის 16 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

0.114763