ფეხბურთი

17:23 | 4.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი: “ძალიან მეამაყება”

 

“ვიტესის” ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა, რომლის გოლის წყალობით  არნემელებმა სტუმრად ამსტერდამის “აიაქსი” დაამარცხეს (1:0) განაცხადა, რომ ეს მოვლენა მის საფეხბურთო კარიერაში უმნიშვნელოვანესია.

“მატჩის ბედის გადაწყვეტა დიდ სტადიონზე, დიდი კლუბის წინააღმდეგ ძალიან მეამაყება. ეს ჩემს კარიერაში უმნიშვენლოვანესი მომენტია. ეს ის გოლია, რომლის გატანა პატარა ბავშვივით გინდა” – იუწყება ყაზაიშვილის სიტყვებს ჰოლანდიური პრესა.

20 წლის ქართველმა ამსტერდამელთა კარში გატანილი გოლის ეპიზოდიც გაიხსენა:

“გოლის გატანის შანსი ჩვენც გვქონდა და მეტოქესაც. კონტრშეტევის დროს ბურთი მივიღე, მეკარეს ვხედავდი და მისგან მარცხნივ დავარტყი. როგორც აღმოჩნდა სწორედ მოვიქეცი”.

“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. “აიაქსისთვის” გატანა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ეს მოვახერხე და სამი ქულის აღებით კმაყოფილი ვარ. ამ თამაშმა დაამტკიცა, რომ “ვიტესი” სწორ გზას ადგას”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114789