ფეხბურთი

18:30 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა თარხნიშვილი: “მოედანზე კუჩუკის ხმა” უნდა ვყოფილიყავი”

ტირასპოლის “შერიფის” სპორტულმა დირექტორმა ვაჟა თარხნიშვილმა მოსკოვის “ლოკომოტივის” ამჟამინდელი მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკი დაახასიათა, რომლის ხელმძღვანელობით მოლდოვურ კლუბში 2004-2011 წლებში თამაშობდა.

“სტანისლავოვიჩმა” თავისი ფეხბურთელების შესახებ ყველაფერი იცის – ვის ბავშვი გაუხდა ავად, ვინ ცოლს ეჩხუბა, ვისი დედ-მამა როგორ მდგომარეობაშია. ის ჩვენთვის მამასავით იყო. მას შეეძლო ფეხბურთელთან ოთახში ნებისმიერ დროს შესულიყო და უბრალოდ დალაპარაკებოდა, პრობლემები განეხილა. ჩვენ ვგრძნობდით, რომ თითოეულს მთელი სულითა და გულით გვეპყრობოდა, რის გამოც, გუნდში განსაკუთრებული შეთხვევები არ ხდებოდა. ამასთანავე იგი ძალიან პუნქტუალურია. არ მახსოვს, რომ ერთხელ მაინც ერთი წუთი სადმე დაეგვიანა.

“შერიფში” მისი შვილი ლიოშა კუჩუკი თამაშობდა. ის დღემდე კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. თუმცა, ყველაზე მეტად მამისგან მას “ხვდებოდა”. მაშინაც კი, როდესაც კარგად თამაშობდა, მაგრამ გუნდი შედეგს ვერ აღწევდა, სწორედ ლიოშას “მოხვდებოდა” ხოლმე.

ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მოედანზე მისი “ხმა” უნდა ვყოფილიყავი. როდესაც ფეხბურთელებს ხმას ვერ აწვდენდა, მათთვის მე უნდა მეკარნახა. ამიტომ, ჩვენ ფეხბურთზე ხშირად ვსაუბრობდით და განვიხილავდით როგორ უნდა გვეთამაშა, ამა თუ იმ ფეხბურთელს როგორ უნდა ემოქმედა.

ვერ გეტყვით “სტანისლავოვიჩი” ფეხბურთის გარდა კიდევ რითაა დაკავებული. ჩემი აზრით მას სხვა არაფერი აინტერესებს. ის ფეხბურთით ცხოვრობს და სუნთქავს. დასვენებული ვერ წარმომიდგენია. შვებულების დროს როდესაც ვხვდებოდით ან ტელეფონით ვსაუბრობდით, ფეხბურთზე ვლაპარაკობდით. ფეხბურთი მთელი მისი ცხოვრებაა” – თქვა sport.mail.ru-სთან საუბარში “შერიფის” ისტორიაში ყველაზე ტიტულიანმა ფეხბურთელმა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114043