კალათბურთი

20:40 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა ჯანაშია “არმიაში” ჩაირიცხა

ახალგაზრდა ფორვარდი ვაჟა (რატი) ჯანაშია (15.05.93, 203 სმ, 100 კგ) ქვეყნის ექსჩემპიონ “არმიაში” ჩაირიცხა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ვაჟა ჯანაშია საკალათბურთო ოჯახიდანაა. დედის მხრიდან მისი ბაბუა ვეტერანი კალათბურთელი ვაჟა გვანცელაძეა, ხოლო ეროვნული ნაკრების წევრი ვაჟა (ნიკა) მეტრეველი კი დეიდაშვილია.

შეგახსენებთ, რომ ჯანაშია 2012-13 წლების სეზონში სტუ-ს ღირსებას იცავდა, რომელიც 11 გუნდს შორის ბოლო ადგილზე გავიდა. სტუ-ს გარდა ჯანაშიას “სოხუმშიც “ აქვს ნათამაშები.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125837