ფეხბურთი

21:48 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაიდენფელერი: “ყველას ვუჩვენეთ, რომ “ბაიერნის” დამარცხება შეიძლება”

გერმანიის სუპერთასზე მიუნხენის “ბაიერნის” დამარცხების (4:2) შემდეგ “დორტმუნდის” მეკარე რომან ვაიდენფელერი აცხადებს, რომ დორტმუნდელებმა მიუნხენელთა დაუმარცხებლობის მითი დაამსხვრიეს.

“ყველას ვუჩვენეთ, რომ “ბაიერნის” დამარცხება შესაძლებელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თამაშის მკაფიო გეგმა გაქვს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა შესაძლებელი.

“ბაიერნის” წინააღმდეგ მატჩი აგრესიულად დავიწყეთ. მეტოქე, მოედნის ყველა მონაკვეთში, რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას ახერხებდა, მაგრამ სწრაფი ფეხბურთელების ხარჯზე, კონტრშეტევებს ვახორციელდებდით.” – ციტირებს ვაიდენფელერის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121055