ფეხბურთი

22:05 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაის 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია

 

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა მუნდიალისთვის საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ლივერპულის" თავდამსხმელი ლუის სუარესი მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში მოხვდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის დაეხმარება გუნდს.

ტაბარესის რჩეულთა სიაში ვერ მოხვდნენ ალეხანდრო სილვა და სებასტიან ეგურენი. საბოლოო შემადგენლობა კი ასე გამოიყურება.

მეკარეები: ფერნანდო მუსლერა ("გალათასარაი", თურქეთი), მარტინ სილვა (“ვასკო და გამა", ბრაზილია), როდრიგო მუნიოსი ("ლიბერტადი", პარაგვაი).

მცველები: დიეგო ლუგანო ("ვესტ ბრომვიჩი", ინგლისი), დიეგო გოდინი, ხოსე მარია ხიმენესი (ორივე "ატლეტიკო", ესპანეთი), მარტინ კასერესი ("იუვენტუსი", იტალია), მაქსიმილიანო პერეირა ("ბენფიკა", პორტუგალია), ხორხე ფუსილე ("პორტუ", პორტუგალია), სებასტიან კოატესი ("ნასიონალი", ურუგვაი).

ნახევარმცველები: არევალო რიოსი ("მორელია", მექსიკა), ვალტერ გარგანო ("პარმა", იტალია), დიეგო პერესი ("ბოლონია", იტალია), ალვარო გონსალესი ("ლაციო", იტალია), ალვარო პერეირა ("სან პაულო", ბრაზილია), კრისტიან როდრიგესი ("ატლეტიკო", ესპანეთი), გასტონ რამირესი ("საუთჰემპტონი", ინგლისი"), ნიკოლას ლოდეირო ("ბოტაფოგო", ბრაზილია).

თავდამსხმელები: ედინსონ კავანი (პსჟ, საფრანგეთი), ლუის სუარესი ("ლივერპული", ინგლისი), დიეგო ფორლანი ("სერესო ოსაკა", იაპონია), აბელ ერნანდესი ("პალერმო", იტალია), ქრისტიან სტუანი ("ესპანიოლი", ესპანეთი).

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117447