ფეხბურთი

13:46 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ურიდიას გამარჯვება, გორელიშვილის მარცხი

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” , სადაც მერაბ ურიდია გამოდის, შეკრების დასკვნით ამხანაგურ მატჩში, მეორე დივიზიონის “ზენიტ-იჟევსკი” 3:1 დაამარცხა.

ქართველი თავდამსხმელი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 75-ე წუთზე შეცვალეს.

რუსეთის მეორე დივიზიონის ერთ-ერთმა ლიდერმა “ტოსნომ”, რომელსაც ცოტა ხნის წინ გორის “დილას” ყოფილი ფორვარდი მიხაილ გორელიშვილი შეემატა, ამხანაგური მატჩი ბელარუსის ბობრუისკის “ბელშინასთან” 1:2 წააგო. გორელიშვილი მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა.

0.120701