მერაბ ურიდია ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკს” დატოვებს და სეზონის წინ მოსამზადებლად შეკრებაზე გაემგზავრება. ამის შესახებ, ინტერნეტგამოცემა onedivision.ru იუწყება. გასულ სეზონში, 20 წლის ურიდია, რომელსაც “რუბინთან” კონტრაქტი კიდევ ორი წელი აკავშირებს, “ნეფტეხიმიკში” იჯარით თამაშობდა. მოსამზადებელი პერიოდი მან ნიჟნეკამსკელებთან ერთად დაიწყო, მაგრამ 30 ივნისს ყაზანელებთან ერთად შეკრებაზე ავსტრიაში გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ ურიდია რუსეთის მოქალაქეა. |