თბილისის “დინამოს,” საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფეხბურთელთა ნაკრებების ყოფილი ცენტრალური მცველის, ახრიკ ცვეიბას ვაჟი სანდრო ცვეიბა, კარიერას რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი onedivision.ru იუწყება.
მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი უმცროსმა ცვეიბამ რუსეთის მეორე ლიგის სანკტ-პეტერბურგის “რუსში” გაატარა, სადაც 20 მატჩი ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 20 წლის მცველი ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილში გუნდის ბომბარდირი იყო.