დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის, ქვედა ექვსეულის 31-ე ტურის მატჩები იმართება. ორი შეხვედრა უკვე დამთავრდა. “ზუგდიდმა” “მერანს” დიდი ანგარიშით 3:0 მოუგო, მაგრამ რადგან “სპარტაკმაც” “დილა” 2:1 დაამარცხა, “ზუგდიდი”, “მერანის” შემდეგ, მეორე გუნდი გახდა, რომელიც უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.
ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 კირკიტაძე (45), 2:0 სამუშია (84), 3:0 ბულია (90)
სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ნოზაძე (45 საკუთარ კარში), 2:0 მეტრეველი (54), 2:1 ბოლქვაძე (90)
ტორპედო (ქუთაისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 19:00
1 | ვიტ ჯორჯია | 30 | 13 | 6 | 11 | 40:38 | 45 |
2 | ტორპედო | 30 | 12 | 6 | 12 | 36:43 | 42 |
3 | დილა | 31 | 11 | 9 | 11 | 44:35 | 41 |
4 | სპარტაკი | 31 | 11 | 4 | 16 | 32:38 | 37 |
5 | ზუგდიდი | 31 | 9 | 6 | 16 | 25:42 | 33 |
6 | მერანი | 31 | 6 | 4 | 21 | 21:59 | 22 |
მეგოლეები:
16 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”),
8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)
7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დათო კირკიტაძე (“ზუგდიდი”)
6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;