ფეხბურთი

19:52 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

უჰრინი: "აქამდე შანსები 50/50-ზე იყო, ახლა კი ჩვენი შემცირდა"

თბილისის "დინამო" ბუქარესტში დღის პირველ ნახევარში ჩაფრინდა. რუმინულმა საიტებმა ხაზი გაუსვეს, რომ დუშან უჰრინი არცთუ ოპტიმისტურადაა განწყობილიო, თუმცა ეს გასაგებიცაა: "დინამომ" შინ 0:2 წააგო.

უჰრინმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "შანსები პირველ მატჩამდე 50/50-ზე იყო, ახლა კი ჩვენი შემცირდა, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა მცირე შანსიც გამოვიყენოთ".

უკვე ვწერდით, რომ "სტიაუას" დაშავებული ჰყავს ფორვარდი ნიკოლიჩი და გარდა ამისა, მწვრთნელმა რეგეკამპფმა, შესაძლოა, 3 წამყვანი ფეხბურთელი დაასვენოს: პინტილი, შუკალა და პიოვაკარი, რომლებსაც 2 ყვითელი ბარათი აქვთ და დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან.

უჰრინი ამბობს: "არ ვიცი, არის თუ არა ეს ჩვენი უპირატესობა. "სტიაუას" ბევრი სხვა კარგი ფეხბურთელიც ჰყავს".

შეხსენებისთვის, მატჩი "ნაციონალ არენაზე" 6 აგვისტოს თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118151