ფეხბურთი

3:16 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო აუგსბურგი და როისის ჰეთ-თრიქი

გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურის შაბათს ჩატარებული მატჩები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა, „აუგსბურგი“ გახლდათ.

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ჩემპიონის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა და „ჰოფენჰაიმს“ დაუზავდა. ვერცხლის სინის მფლობელები ზინსჰაიმელთა წინააღმდეგ გადახალისებული შემადგენლობით წარსდგნენ. 23-ე წუთზე, „ჰოფენჰაიმი“ ანტონი მოდესტის გოლით დაწინაურდა და „ალიანს არენას“ ბინადრებიც მიხვდნენ, რომ საქმე არცთუ იოლად იყო.

„ბაიერნმა“ გაშვებული გოლის შემდეგ რეაბილიტაცია სწრაფად მოახდინა და ტაიმი დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო. 31-ე წუთზე, კლაუდიო პისარომ წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი, შერდან შაქირიმ მასპინძლები წინ გაიყვანა. ტაიმის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე, პისარომ ფრანკ რიბერის პასი დაუფასა და დუბლი გაიფორმა - 3:1. გასახდელში გასვლამდე, სეიად სალიჰოვიჩმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა, რამაც საბოლოო შედეგში დიდი როლი შეასრულა. 75-ე წუთზე, რობერტო ფირმინომ გამოიჩინა თავი და „ჰოფენჰაიმს“ ქულა გადაურჩინა - 3:3.

იურგენ კლოპის „დორტმუნდი“ „შტუტგარტთან“ საგარეო მატჩში 2-ბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, მაგრამ 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხა. მატჩის დებიუტში, მასპინძლები კრისტიან გენტნერის გოლით დაწინაურდნენ. სწრაფმა გოლმა შტუტგარტელებს ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა და ანგარიშში სხვაობაც მალე გაიზარა - ამჯერად, მარტინ ჰარნიკმა იხეირა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, მარკო როისმა მარცხენა ფრთიდან ჩაიქროლა მასპინძელთა საჯარიმოში და ერთი ბურთი გაქვითა. მატჩის გადამწყვეტი წუთი 67-ე იყო - რობერტ ლევანდოვსკის წაქცევისთვის, მსაჯმა „შტუტგარტს“ გეორგ ნიდერმაიერი გაუძევა და პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად როისმა აქცია.

82-ე წუთზე, როისმა საჯარიმოს ხაზიდან დაჰკრა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა, რითაც „დორტმუნდს“ გამარჯვება მოუტანა.

ბევრისთვის მოულოდნელად, „ლევერკუზენმა“ ქულები ბოლოადგილოსან „ბრაუნშვაიგთან“ გაანიავა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბრაუნშვაიგელები კენ რაიხელმა დააწინაურა და იყო საფრთხე, რომ სამი ჰიპიას გუნდი უქულოდ დარჩენილიყო. ლევერკუზენთათვის საბედნიეროდ, შტეფან კისლინგმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში და თავის გუნდს ქულა მოუტანა.

 

 

მიუნხენი. „ალიანს არენა“. 71000

ბაიერნი - ჰოფენჰაიმი 3:3 (3:2) 

ბაიერნი: შტარკე, ვან ბუიტენი, რაფინია, დანტე, კონტენტო, რიბერი (რობენი 76), შვაინშტაიგერი, შაქირი, ტიაგო (ლამი 25), გიოტცე (მანჯუკიჩი 46), პისარო.

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

ჰოფენჰაიმი:  გრალი, ბეკი, ჯონსონი, ვესტერგორი, სალიჰოვიჩი (ჰერდლინგი 60), პოლანსკი, რუდი, შტრობლი, ფირმინო, მოდესტი (ელიუნუსი 32), ფოლანდი (კარამანი 89).

წვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლი: 0:1 მოდესტი (23), 1:1 პისარო (31), 2:1 შაქირი (34), 3:1 პისარო (40), 3:2 სალიჰოვიჩი (44), 3:3 ფირმინო (73)

გაფრთხილება: შვაინშტაიგერი (80) - ვესტერგორი (48), ფირმინო (75)

კარში დარტყმა: 11 (8) – 20 (11) ჯარიმა: 14 - 20 კუთხური: 3 - 1 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 8 – 5

 

შტუტგარტი. „მერსედეს ბენც არენა“. 59500

შტუტგარტი - დორტმუნდი 2:3 (2:1)

შტუტგარტი: ულრაიხი, ნიდერმაიერი, ბოკა, შვაბი, რიუდიგერი, ტრაორე (საკაი 70), გენტნერი, დიდავი (მაქსიმი 60), გრუესო, ჰარნიკი (კაკაუ 86), იბიშევიჩი.

მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი

დორტმუნდი:  ვაიდენფელერი, პაპასტატოპულოსი, კირხი (ობამეიანგი 61), ჰუმელსი, დურმი, კელი, გროსკროიცი, მხითარიანი (შაჰინი 60), ჰოფმანი (იოიჩი 76), როისი, ლევანდოვსკი.

წვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 1:0 გენტნერი (9), 2:0 ჰარნიკი (19), 2:1 როისი (30), 2:2 როისი (68პ.), 2:3 როისი (82)

გაფრთხილება: ნიდერმაიერი (63) - კირხი (35), გროსკროიცი (90)

გაძევება: ნიდერმაიერი (67)

კარში დარტყმა: 11 (9) – 17 (9) ჯარიმა: 16 - 16 კუთხური: 2 - 9 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 6 – 7

 

მაინცი. „კოფას არენა“. 30000

მაინცი - აუგსბურგი 3:0 (2:0)

მაინცი: კარიუსი, პოსპეხი, ბელი, ბუნგერტი, ჩჟუ-ჰუ, მორიცი (სოტო 90), გეისი, მიულერი (მალი 78), ჩჟა-ჩოლი (ზიმლინგი 86), ჩუპო-მოტინგი, ოკაზაკი.

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

აუგსბურგი:  ჰიცი, ვერჰაგი (მიოლდერსი 75), კალსენ-ბრაკერი, კლავანი (იუნ-ჰო  30), ოსტრცოლეკი, ფოგტი, ბაიერი, ჰანი, ვერნერი (ეშვაინი 38), ალტინტოპი, ბობადილია.

წვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

გოლი: 1:0 ბუნგერტი (23), 2:0 ჰიცი (39ს.კ.), 3:0 გეისი (84)

გაფრთხილება: მიულერი (55) - ალტინტოპი (63), ჰანი (64)

კარში დარტყმა: 14 (9) – 12 (5) ჯარიმა: 15 - 22 კუთხური: 5 - 8 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 5 – 6

 

ლევერკუზენი. „ბაი არენა“. 30210

ლევერკუზენი - ბრაუნშვაიგი 1:1 (0:0)

ლევერკუზენი: ლენო, სპაჰიჩი, ტოპრაკი, ბენიში, დონატი, კასტრო (ბრანდტი 59), გუარდადო, ბენდერი, კანი (როლფესი 87), კისლინგი, ჰიუნ-მინი (დერდიოკი 75).

მწვრთნელი: სამი ჰიპია

ბრაუნშვაიგი: დაფარი, დოღანი, რაიხელი, კესელი, ელაბდელაუი (ტოიერკაუფი 77), ვრანჩიჩი (კრატცი 56), ჰოკსჰაიდტი, ბოლანდი, კორეია, კუმბელა (კრუპკე 82), ნილსენი.

წვრთნელი: ტორსტენ ლიბერკნეხტი

გოლი: 0:1 რაიხელი (47), 1:1 კისლინგი (53)

გაფრთხილება: კანი (50), გუარდადო (90) - კრატცი (73)

კარში დარტყმა: 15 (9) – 9 (3) ჯარიმა: 18 - 13 კუთხური: 7 - 1 თამაშგარე: 5 - 4 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 2 – 8

 

ვოლფსბურგი. „ფოლკსვაგენ არენა“. 30000

ვოლფსბურგი - აინტრახტი 2:1 (0:0)

ვოლფსბურგი: გრიუნი, ნალდო, კლოზე (კნოხე 20), როდრიგესი, ტრეში, გუსტავო, პერიშიჩი (ოქსი 78), დე ბრეინე, არნოლდი, მალანდა-ატიე (კალიჯური 62), ოლიჩი.

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

აინტრახტი:  ტრაპი, ჯაკპა, იუნგი, სამბრანო, მადლუნგი, აიგნერი, ბარნეტა (შტენდერა 87), ფლიუმი, ლანიგი (კადლეცი 74), შრეკი (როზენტალი 61), ხოსელუ.

წვრთნელი: არმინ ფე

გოლი: 0:1 აიგნერი (11), 1:1 ოლიჩი (69), 2:1 ნალდო (89)

გაფრთხილება: გუსტავო (38), როდრიგესი (72) - ჯაკპა (42), ფლიუმი (67), სამბრანო (79), როზენტალი (82)

კარში დარტყმა: 22 (11) – 10 (6) ჯარიმა: 19 - 23 კუთხური: 4 - 3 თამაშგარე: 1 - 5 ბურთის ფლობა: 56% - 44% სეივი: 5 – 9

 

ფრაიბურგი. „მაგე სოლარი“.

ფრაიბურგი - ნიურნბერგი 3:2 (1:1)

ფრაიბურგი: ბაუმანი, კრმაში, სორგი, გიუნტერი, გუედე (ფერნანდესი 81), გინტერი, შუსტერი, შმიდი (კერკი 90), დარიდა, კლაუსი, მეჰმედი (ცულეჰნერი 89).

მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი

ნიურნბერგი:  შეფერი, პოგატეცი, პლატენჰარდტი, ანგა-ლეტშერი, კამპანია, ფოილნერი, გლოუშეკი, კიოტაკე, შტარკი (პეტრაკი 46, პინოლა 76), ფრანცი (პეკჰარტი 72), დრმიჩი.

წვრთნელი: გერტიან ვერბეკი

გოლი: 0:1 პოგატეცი (6), 1:1 კრმაში (23), 1:2 დრმიჩი (45პ.), 2:2 მეჰმედი (53პ.), 3:2 კლაუსი (65)

გაფრთხილება: კრმაში (44), შუსტერი (80) - პოგატეცი (7), შტარკი (11), კამპანია (20), ანგა-ლეტშერი (39)

გაძევება: პოგატეცი (90)

კარში დარტყმა: 14 (9) – 9 (4) ჯარიმა: 18 - 25 კუთხური: 8 - 4 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 2 – 6

1.004248