ფრანგულმა ტელეარხმა TF1-მა ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა საფრანგეთ-საქართველოს მატჩისწინა ამბებს. როგორც იცით, ეს შეხვედრა 22 მარტს "სტად დე ფრანსზე" გაიმართება და TF1 პირდაპირ ეთერში გადასცემს.
საქართველოს ნაკრებზე აღმატებით ხარისხში ისაუბრა გადაცემა Telefoot-ის წამყვანმა ფრედერიკ კალენგემ. ასევე, ჩართვა ჰქონდათ "მამლების" ყოფილ მარცხენა მცველ ბიქსანტ ლიზარაზუსთან და "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერთან.
"უფრთხილდით ამ გუნდს! მათ ესპანეთს დიდი ბრძოლა გაუმართეს და 86-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგეს. ქართველები გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ. ეტყობა, რომ სოლიდური ნაკრებია, ამიტომაც, შესაძლოა, ერთმა არასწორმა ნაბიჯმაც კი, ჯგუფში სიტუაცია გაგვირთულოს. მათ ბელარუსს სძლიეს და ეტყობათ, რომ პროგრესირებენ. ის ფაქტი, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს 86-ე წუთამდე გოლი არ გაატანინეს, ყურადსაღებია".