მადრიდის “რეალის” ახალწვეული გარეტ ბეილი უელსელებმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
“რა თქმა უნდა, ბეილი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც კი მინახავს. მასთან ვარჯიშებზე მუშაობა სიხარულს მანიჭებს. მისი თამაში აღფრთოვანებას იწვევს. ბეილს 2-3 წამში შეუძლია იმის გაკეთება, რასაც სხვები საერთოდ ვერ აკეთებენ. ერთი სიტყვით, განსაკუთრებული ფეხბურთელია”, - განაცხადა უელსის ეროვნული ნაკრების თავკაცმა კრის კოულმენმა.
ცნობისათვის, უელსის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი “სუონსის” მარცხენაფლანგელი ბენ დევისი გახდა.