მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ჩაბი ალონსო ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
უეფამ უარყო “სამეფო კლუბის” აპელაცია ყვითელი ბარათის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც 32 წლის ფეხბურთელმა მიუნხენის “ბაიერნთან” ნახევარფინალის საპასუხო მატჩში მიიღო (4:0). ეს ალონსოსთვის მესამე გაფრთხილება იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ ტურნირის ფინალური შეხვედრისთვის დისკვალიფიცირებულია.
ახლა მადრიდელებს ისღა დარჩენიათ, რომ ლოზანაში უმაღლეს საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართონ. ფინალური შეხვედრა 24 მაისს ლისაბონში გაიმართება.