ფეხბურთი

20:18 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ "ბენფიკას" თხოვნა არ დააკმაყოფილა

 

ლისაბონის "ბენფიკამ", ლაზარ მარკოვიჩის "იუვენტუსთან" მატჩში მიღებულ წითელ ბარათთან დაკავშირებით, უეფაში აპელაცია შეიტანა და გაუქმებას ითხოვდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უეფამ მატჩის მთავარი მსაჯის მარკ კლატენბურგის გადაწყვეტილება სამართლიანად ჩათვალა და პორტუგალიური კლუბის თხოვნა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში, "იუვენტუს სთედიუმზე", ლაზარ მარკოვიჩსა და მირკო ვუჩინიჩს შორის შეკამათება მოხდა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა კი ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

შედეგად, სერბი ფეხბურთელი დღეს ევროპის ლიგის ფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გიორგი ბალახაძე

თეგებილისაბონის
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113568