ფეხბურთი

19:58 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

UEFA-მ პსჟ-სა და “სიტის” სატრანსფერო ბიუჯეტი შეუზღუდა

UEFA-ს გადაწყვეტილებით, ფინანსური ფეარ ფლეის დარღვევაში შემჩნეულ “პარი სენ ჟერმენსა” და “მანჩესტერ სიტის” სასჯელი შეეცვლებათ.

აქამდე არსებული სასჯელით, პარიზულ და მანჩესტერულ კლუბებს ფულადი ჯარიმის გადახდა უწევდათ. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში, მათი განაცხადის მინიმუმ 8 ფეხბურთელი კლუბის აღზრდილი უნდა ყოფილიო. “მანჩესტერ სიტის” შემთხვევაში დამატებითი შეზღუდვა ის იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში, 25-ის ნაცვლად, მათ 21 ფეხბურთელის შეყვანა შეეძლოთ.

Iნდეპენდენტ-ის ცნობით, UEFA-მ, FIFPro-ს ზეწოლის შედეგად, სასჯელი შეცვალა. კლუბის აღზრდილ ფეხბურთელებზე არსებული შეზღუდვა 5 მოთამაშემდე შემცირდა, ხოლო პსჟ-სა და “მანჩესტერ სიტის” სატრანსფერო ბიუჯერი 49 მილიონი ფუნტით განისაზღვრა. კლუბებს სხვა სასჯელები მოეხსნათ.

ახალი შეზღუდვა პსჟ-სთვის კარგი ნამდვილად არაა, რადგან პარიზელებმა, დავიდ ლუისის ტრანსფერში, დაახლოებით 50 მილიონი ევრო უკვე დახარჯეს.

0.116575