ფეხბურთი

15:34 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

უარესი მეორეადგილოსანი – ანუ, რა გაუკეთა აკვილანიმ დანიას

როგორც იცით, შესარჩევის ევროპის ზონიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა. 9 ჯგუფიდან 8 მეორეადგილოსანი ფლეი-ოფით გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო ერთი უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი უშანსოდ რჩება. ვინ იქნება ის უიღბლო? 95 პროცენტით შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება II ჯგუფის წარმომადგენელი, ოღონდ, ეს თუ არ იქნება სომხეთი.

მეორეადგილოსნების შედეგების დათვლისას, 6-გუნდიან ჯგუფებში ბოლოადგილოსნებთან დაგროვილი ქულები ამოიშლება. შესაბამისად, სომხეთს მოაკლდება მალტასთან წაგება (შინ 0:1) და ეს უკვე ჰყოფნის, რომ თუ მეორეზე გავიდა, უარეს მეორეადგილოსნად არ იქცეს. აი, სომხების თანაჯგუფელებს, ბულგარეთი იქნება, დანია თუ ჩეხეთი, ეს არ ჰყოფნით.    

მაგრამ სომხეთს მეორეზე გასვლის რა შანსი აქვს? თავად უნდა მოუგოს იტალიას გასვლაზე, ბულგარეთი ჩეხეთი მაინცდამაინც ფრედ უნდა დასრულდეს და თან, დანიამ მალტას ვერ უნდა სძლიოს. ასეთი რამ, ალბათ, სიზმარშიც წარმოუდგენელია.

არის კიდევ ორი ჯგუფი, სადაც მოვლენები სასწაულებრივად თუ დატრიალდა, შესაძლოა, სწორედ იმ ჯგუფიდან მეორეზე გასული დარჩეს ფლეი-ოფს მიღმა.

ერთ-ერთია V ჯგუფი, სადაც ისლანდია და სლოვენია იბრძვიან მეორეობისთვის. აქ მეორეზე ისლანდია თუ გავიდა, ულაპარაკოდ გავა ფლეი-ოფშიც. მაგრამ სლოვენია თუ გავიდა, შესაძლოა, ვერ მოხვდეს. დარჩენილია ეს მატჩები: ნორვეგია-ისლანდია, შვეიცარია-სლოვენია.

ისლანდია ერთი ქულით უსწრებს სლოვენიას, მაგრამ ქულები თუ გათანაბრდა მათ შორის, ურთიერთშეხვედრებში სლოვენია სჯობნის და შესაბამისად, ის გავა მეორე პოზიციაზე. იმისთვის, რათა დანია, ჩეხეთი ან ბულგარეთი გავიდნენ ფლეი-ოფში და არ ჩარჩნენ, საჭიროა ერთადერთი ვარიანტი: ისლანდიამ ნორვეგიაში აუცილებლად წააგოს და თანაც, შვეიცარია-სლოვენია მაინცდამაინც ფრედ დასრულდეს. ამ შემთხვევაში სლოვენია უარესი მეორეადგილოსანი გახდება 9 ჯგუფს შორის.

არის კიდევ ერთი მიზერული შანსი იმისა, რომ დანია-ჩეხეთ-ბულგარეთიდან ერთ-ერთი, მეორეზე გასვლის შემთხვევაში, ფლეი-ოფში მოხვდეს. IV ჯგუფში თურქეთი-ჰოლანდია და რუმინეთი-ესტონეთია დარჩენილი და ისე უნდა მოხდეს, რომ ორივე მასპინძელმა წააგოს. თურქეთმა რომ წააგოს, არავის გაუკვირდება, მაგრამ რუმინეთის შინ წაგება ესტონეთთან როგორი წარმოსადგენია? ამიტომაცაა მიზერული ეს შანსი.

მოკლედ, II ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები (ჩეხეთი, დანია, ბულგარეთი) თითქმის გამოუვალ სიტუაციაშია. არადა, ასე არ მოხდებოდა, დანიას ბოლო წუთამდე რომ გაეძლო იტალიისთვის და 2:1 მოეგო. იტალიელი ალბერტო აკვილანის გოლი დანიელებისთვის დამღუპველი გამოდგა - 2:2. 

აქვე, სხვა მეორეადგილოსნებზე:

I ჯგუფში ხორვატიას გარანტირებული აქვს ფლეი-ოფი. ასევეა III ჯგუფში შვედეთი, VI ჯგუფში პორტუგალია, VII ჯგუფში საბერძნეთი ან ბოსნია, VIII ჯგუფში უკრაინა ან ინგლისი, IX ჯგუფში საფრანგეთი. 

II ჯგუფზე უკვე ვთქვით. დანია, ჩეხეთი და ბულგარეთი, დიდი ალბათობით, ამაოდ გავლენ მეორეზე, რადგან მათი გადამრჩენელი სათადარიგო ვარიანტები, რაც ჩამოვწერეთ, წარმოუდგენელი გვეჩვენება. კიდევ ვიმეორებთ, ეს ვარიანტებია: 1. შვეიცარია-სლოვენია ფრე და თანაც, ნორვეგიამ ისლანდიას მოუგოს. 2. თურქეთმა ჰოლანდიასთან შინ წააგოს და თან, რუმინეთმა ესტონეთთან შინ წააგოს.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ფლეი-ოფის წილისყრა 21 ოქტომბერს გაიმართება. 8 გუნდი რეიტინგის მიხედვით დაიყოფა – განთესილებად და განუთესავებად. მატჩები კი 15 და 19 ნოემბერს გაიმართება.

 

I ჯგუფი

1.

ბელგია

9

8

1

0

17:3

25

 

2.

ხორვატია

9

5

2

2

12:7

17

 

3.

სერბეთი

9

3

2

4

13:10

11

 

4.

უელსი

9

3

0

6

8:19

9

 

5.

შოტლანდია

9

2

2

5

6:12

8

 

6.

მაკედონია

9

2

1

6

6:11

7

 

 

II ჯგუფი

1.

იტალია

9

6

3

0

17:7

21

 

2.

ბულგარეთი

9

3

4

2

14:8

13

 

3.

დანია

9

3

4

2

11:12

13

 

4.

ჩეხეთი

9

3

3

3

12:9

12

 

5.

სომხეთი

9

4

0

5

10:11

12

 

6.

მალტა

9

1

0

8

5:22

3

 

 

III ჯგუფი

 

1.

გერმანია

9

8

1

0

31:7

25

 

2.

შვედეთი

9

6

2

1

16:9

20

 

3.

ავსტრია

9

4

2

3

17:10

14

 

4.

ირლანდია

9

3

2

4

13:16

11

 

5.

ყაზახეთი

9

1

2

6

5:18

5

 

6.

ფარერები

9

0

1

8

4:26

1

 

IV ჯგუფი

1.

ჰოლანდია

9

8

1

0

32:5

25

 

2.

თურქეთი

9

5

1

3

16:7

16

 

3.

რუმინეთი

9

5

1

3

17:12

16

 

4.

უნგრეთი

9

4

2

3

19:20

14

 

5.

ესტონეთი

9

2

1

6

6:18

7

 

6.

ანდორა

9

0

0

9

0:28

0

 

V ჯგუფი

1.

შვეიცარია

9

6

3

0

16:6

21

 

2.

ისლანდია

9

5

1

3

16:14

16

 

3.

სლოვენია

9

5

0

4

14:10

15

 

4.

ნორვეგია

9

3

2

4

9:12

11

 

5.

ალბანეთი

9

3

1

5

9:11

10

 

6.

კვიპროსი

9

1

1

7

4:15

4

 

VI ჯგუფი

1.

რუსეთი

9

7

0

2

19:4

21

 

2.

პორტუგალია

9

5

3

1

17:9

18

 

3.

ისრაელი

9

3

4

2

18:13

13

 

4.

აზერბაიჯანი

9

1

5

3

6:10

8

 

5.

ჩრდ. ირლანდია

9

1

3

5

8:16

6

 

6.

ლუქსემბურგი

9

1

3

5

7:23

6

 

VII ჯგუფი

1.

ბოსნია

9

7

1

1

29:6

22

 

2.

საბერძნეთი

9

7

1

1

10:4

22

 

3.

სლოვაკეთი

9

3

3

3

9:8

12

 

4.

ლიტვა

9

3

2

4

9:10

11

 

5.

ლატვია

9

2

1

6

8:18

7

 

6.

ლიხტენშტაინი

9

0

2

7

4:23

2

 

VIII ჯგუფი

1.    

ინგლისი                                          

9

5

4

0

29:4

19

 

2.

უკრაინა

9

5

3

1

20:4

18

 

3.

მონტენეგრო

9

4

3

2

16:12

15

 

4.

პოლონეთი

9

3

4

2

18:10

13

 

5.

მოლდოვა

9

2

2

5

7:15

8

 

6.

სან მარინო

9

0

0

9

1:46

0

 

 

IX ჯგუფი

1.

ესპანეთი

7

5

2

0

12:3

17

 

2.

საფრანგეთი

7

4

2

1

12:6

14

 

3.

ფინეთი

7

2

3

2

5:6

9

 

4.

საქართველო

7

1

2

4

3:8

5

 

5.

ბელარუსი

8

1

1

6

7:16

4

0.11457