ფეხბურთი

19:18 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

თურქული პრესა: ვიდიჩი “გალათასარაის” შეუთანხმდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” 32 წლის ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი სტამბოლის “გალათასარაის” შეუთანხმდა. ავტორიტეტული თურქული გამოცემის Fanatik –ის ინფორმაციით, სერბმა ფეხბურთელმა “გალათასარაისთან” წინასწარ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და მიმდინარე სეზონის დასრულების მერე, ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს. ვიდიჩს სხვა კლუბებთან მოლაპარაკების გამართვა მანჩესტერელების თანხმობის გარეშე შეუძლია, ვინაიდან ინგლისელებთან მოქმედი ხელშეკრულება ნახევარ წელიწადზე ნაკლებ დროში ეწურება. შედეგად, “გალათასარაიმ” სერბისთვის ბრძოლაში იტალიურ “ფიორენტინასა” და “იუვენტუსს” აჯობა.

0.104298