კალათბურთი

1:32 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

თურქები ამერიკელებს ყოჩაღად დაუდგნენ

აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-2 თამაშიც მოიგო, თუმცა, ფინელებთან მატჩისგან განსხვავებით, თურქებმა ფავორიტს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.

ევროპელებმა ამერიკელებს პირველი ტაიმი 5 ქულის სხვაობით მოუგეს, 3 მეოთხედის თავზე ამერიკელები წინ მხოლოდ 6 ქულით იყვნენ. გადამწყვეტი დასკვნითი ათწუთეული გამოდგა, რომელშიც მაიკ კრჟიჟევსკის შეგირდებმა მოწინააღმდეგე 32:17 გაანადგურეს.

გამარჯვებულთა რიგებში კენეტ ფარიდი (22 ქულა, 8 მოხსნა) და ენტონი დევისი (19 ქულა) გამოირჩნენ, თურქთაგან კი 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ჩენკ აკიოლი (12 ქულა) გადასცდა.

საინტერესოა ისიც, რომ აშშ-მ – 7, ხოლო თურქეთმა 9 საჯარიმო ააცილა. ევროპელებმა ბურთი 28-ჯერ დაკარგეს, ამერიკელთა აქტივში კი 17 ჩაჭრა იყო.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი. ბილბაო

თურქეთი – აშშ 77:98 (16:16, 24:19, 20:31, 17:32)

0.141066