სხვა

20:50 | 14.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

თურმანიძე სამეულს ვერ შეწვდა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ტირანაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. რაულ ცირეკიძისა (85 კგ) და დავით გოგიას (105 კგ) შედეგის განმეორება დღეს მძიმეწონოსან ირაკლი თურმანიძესაც შეეძლო, მაგრამ მხოლოდ კვარცხლბეკს მიღმა დარჩენილ ძალოსნებს შორის აჯობა ყველას.

თურმანიძემ ორივე მოძრაობაში ოდენ თითო ცდა გამოიყენა. ატაცში 192-კილოგრამიანი შტანგა მესამე ცდაზეღა დაიმორჩილა და მცირე ვერცხლის მედალს დაეუფლა. აკვრაში კი 220 კილოგრამი პირველსავე მისვლაზე ასწია და შემდეგ 230-ს ვეღარ მოერია.

ორჭიდის ჯამში ქართველი ძალოსანი მესამეადგილოსან ჩეხ ჟირი ორსაჟს 10 კილოგრამით ჩამორჩა, რომელმაც 422 კილოგრამი დააგროვა. რუსეთის ნაკრების წევრმა რუსლან ალბეგოვმა და უკრაინელმა არტემ უდაჩინმა კი ქართველს 30-30 კილოგრამით გაუსწრეს. ევროპის ჩემპიონის ბედი კი პირადმა წონამ გადაწყვიტა – ალბეგოვი უდაჩინზე მსუბუქი იყო და ოქრო მას ერგო.

 

ძალოსნობა

ევროპის ჩემპიონატი

ტირანა. 14 აპრილი

 

კაცები

 

+105 კგ

1 რუსლან ალბეგოვი (რუსეთი)        442 კგ (195+247)

2 არტემ უდაჩინი (უკრაინა)              442 კგ (200+242)

3 ჟირი ორსაჟი (ჩეხეთი)                    422 კგ (185+237)

4 ირაკლი თურმანიძე (საქართველო)    412 კგ (192+220)

 

 

0.142088